1921 წ. ვაკის პარკში დახვრეტილთა მემორიალის დადგმა

ქალაქ თბილისის საკრებულოს, ქალაქ თბილისის მერიას, ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს

  • თითქმის ერთი საუკუნეა გასული საბჭოთა ოკუპაციის შედეგად ადამიანთა მასობრივი დახვრეტის შემდეგ და დადგენილიც არ არის ზუსტი ადგილი, სადაც მოხდა ეს დანაშაული. სავარაუდოდ ვაკის პარკის ტერიტორიაზე 3 ადგილია მიჩნეული მასობრივი დახვრეტის და დასაფლავების ადგილად. აქედან ერთ–ერთი არის დაზუსტებული – დღევანდელი ილიას უნივერსიტეტის მოპირდაპირედ, სადაც სავარაუდოდ დახვრიტეს გენერალი კოტე აფხაზი და მისი 15 თანამებრძოლი და სადაც დიდი ხნის მანძილზე ტუალეტის შენობა იყო განლაგებული!!

ფონდითავისუფალი არჩევანისაქართველოს მოქალაქეებთან ერთად ხელისმოწერით მოვითხოვთ:

  • ვაკის პარკში,1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მასობრივი დახვრეტის დადგენილ ადგილზე დაიდგას ამ საზარელი დანაშაულის  და ტრაგედიის აღმნიშვნელი მემორიალი.

  • მემორიალის არსებობა ქართულ საზოგადოებას საშუალებას მისცემს დაგვიანებით, მაგრამ მაინც, ღირსეულ პატივს მიაგოს დაღუპული  გმირების ხსოვნას !!!