სტუ-ის პროფესორთა, მკვლევართა და სტუდენტთა პეტიცია უნივერსიტეტების შერწყმის შეჩერების მოთხოვნით

Contact the author of the petition

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, გარდა ამისა, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად

2026-02-10 11:12:32

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, გარდა ამისა, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად შეხვედრის შემდეგ მიიღო.



როგორც მთავრობის მეთაურმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შედგა შეთანხმება, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა, ხოლო არატექნიკურ სპეციალობებზე მომდევნო აკადემიური წლისთვის მიღება აღარ გამოცხადდება.



„ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ უნივერსიტეტი სრულად უჭერს მხარს უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კონცეფციით გათვალისწინებულ ცვლილებებს, მათ შორის, საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის თვისებრივი განახლების გეგმას, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპს, რეგიონებში უნივერსიტეტების გაძლიერების იდეას, არსებითად 3+1 სასწავლო პროგრამებზე გადასვლას, სწავლებასა და კვლევას შორის კავშირის გაძლიერებისა და საკადრო პოლიტიკის დახვეწის გეგმას, დაფინანსების ახალი მოდელის შემოღებას. ამაზე გვქონდა საინტერესო დისკუსიები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხარდაჭერა რეფორმის მიმართ. ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა. ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო ორი წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში. ორი უნივერსიტეტი აღარ ერთიანდება, ხოლო რაც შეეხება არატექნიკურ მიმართულებებს, ისინი დარჩება მილევად რეჟიმში, შესაბამისად, ამ წლიდან ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდება. ეს არის საერთო გადაწყვეტილება, რაზეც შევჯერდით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, აკადემიურ პერსონალს და აკადემიური საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა.



„ძალიან ღირებული იყო დისკუსიები, რომლებიც გაიმართა. შინაარსობრივად დატვირთული იყო ეს დისკუსია და მოხარულები ვართ, რომ შევჯერდით ერთიან გადაწყვეტილებაზე ყველაზე პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

https://www.facebook.com/GeorgianGovernment/posts/pfbid0b8VXXiNDwjV8eQ2uCENyPeGP783QL11aoXDMxLxmSbTyhg6NLFkk1gCAvTDdoaZCl


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი



Share this petition

Help this petition to reach more signatures.

How to promote a petition?

  • Share the petition on your Facebook wall and in groups related to the topic of your petition.
  • Contact your friends
    1. Write a message where you explain why you have signed this petition, since people are more likely to sign it if they understand how important the topic is.
    2. Copy and paste the web address of the petition into your message.
    3. Send the message using email, SMS, Facebook, WhatsApp, Twitter, Skype, Instagram and LinkedIn.